saqarTvelos qedebi - loborotis qedi

 

ქედი მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება, მდინარეების წაბლარასწყლის (ხანისწყლის მარცხენა შენაკადი), სუფსისა და სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფი. მერიდიანული მიმართულებისაა, იწყება მწვერვალ მეფისწყაროდან. აგებულია შუაეოცენური ტუფ-ბრექსიებით, ტუფებითა და ანდეზიტური განფენით. კალთები ციცაბო და ძლიერ დაღარული აქვს, თხემი - ფართო. ქედზე აღმართულია მწვერვალები: დიდი ლობოროტი (2730 მ), პატარა ლობოროტი (2415 მ), თაფლოვანი (2323 მ), შუაგორა (2268 მ), ლამაზგორა (2174 მ) და სხვა. კალთები ქვემოთ შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით, ზემოთ წიფლნარ-მუქწიწვოვნებით. თხემზე სუბალპური ლიხი და ალპური მდელოებია.